ისრაელ-"ჰამასის" ომს, სულ მცირე, 68 ჟურნალისტი ემსხვერპლა - CPJ

ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის (CPJ) ბოლო მონაცემებით, ისრაელი-"ჰამასის" ომის შედეგად, სულ მცირე, 68 ჟურნალისტი დაიღუპა. მათგან 61 პალესტინელი, 4 ისრაელელი და 3 ლიბანელი იყო.

დაშავებულია 15 ჟურნალისტი, 3 დაკარგულად მიიჩნევა, 20 კი, დაკავებულია. კომიტეტი იძიებს მედიის წარმომადგენელთა დაკავებისა და მუქარის შემთხვევებსაც. ასევე,  დაუდასტურებელ ცნობებს მედიის ოფისებსა და ჟურნალისტების სახლების დაზიანების შესახებ.